სხვადასხვა

„სტალინი პანდემიასაც დაამარცხებდა და ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ” – რას წერს რუსული გამოცემა?

რუ­სულ­მა გა­ზეთ­მა “კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­დამ“ («Комсомольская правда») სტა­ტი­ა­ში, სა­თა­უ­რით: “რას გა­ა­კე­თებ­და იო­სებ სტა­ლი­ნი 2020 წელს“, გა­მო­აქ­ვეყ­ნა მწე­რალ ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი­სა და ის­ტო­რი­კოს ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძის პა­სუ­ხე­ბი იმ კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას შე­ე­ხე­ბა. გა­ზეთ­მა სთხო­ვა მათ, რომ რუ­სეთ­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ცია შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ, მაგ­რამ ისე, რომ თით­ქოს­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში იო­სებ სტა­ლი­ნი დგას: რო­გორ მო­იქ­ცე­ო­და ბე­ლა­დი 2020 წელს და რო­გორ მო­აგ­ვა­რებ­და იგი ქვეყ­ნის წი­ნა­შე გა­ჩე­ნილ პრობ­ლე­მებს. აი, ზო­გი­ერ­თი ფრაგ­მენ­ტი:

– და­ა­მარ­ცხებ­და სტა­ლი­ნი პან­დე­მი­ას?

ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი:

– ალ­ბათ, და­ა­მარ­ცხებ­და. ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ გერ­მა­ნი­ას­თან ომის დროს, სა­ვე­ლე მძი­მე პი­რო­ბებ­ში, წი­თელ არ­მი­ა­ში არა­ნა­ი­რი ეპი­დე­მია არ მომ­ხდა­რა: ექი­მებს და მეც­ნი­ე­რებს ამო­ცა­ნა ჰქონ­დათ, რომ მა­რალ დო­ნე­ზე შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ სა­ნი­ტა­რი­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა. არ­სე­ბობ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი დაზ­ვერ­ვის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის იყო, რომ ვირუ­სებს ებ­რძოდ­ნენ არა ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი, არა­მედ ვირუ­სო­ლო­გე­ბი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი.

ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე:

– ჩემი აზ­რით, იო­სებ სტა­ლი­ნი რომ ახლა რუ­სე­თის სა­თა­ვე­ში იყოს, სა­ზღვრებ­ზე “რკი­ნის ფარ­და“ იქ­ნე­ბო­და ჩა­მო­ფა­რე­ბუ­ლი. ერთი მხრივ, ეს კარ­გია, რად­გან ვირუსს ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მოს­ვლა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, და­ი­წყე­ბო­და და­სავ­ლე­თის ბრალ­დე­ბე­ბი, რომ ვირუ­სი მათ შექ­მნეს და რუ­სეთ­ში გავ­რცე­ლე­ბას აპი­რე­ბენ… ალ­ბათ, გან­მე­ორ­დე­ბო­და “ექიმ­თა საქ­მე“. ნამ­დვი­ლი ციფ­რე­ბი და­მა­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

– რამ­დე­ნად სწრა­ფად შე­იქ­მნე­ბო­და ვაქ­ცი­ნა რუ­სეთ­ში სტა­ლი­ნის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში?

ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი:

– ვფიქ­რობ, სწრა­ფად შექ­მნიდ­ნენ. ისევ ომის პე­რი­ოდს გა­ვიხ­სე­ნებ. როცა წი­თე­ლი არ­მია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში შე­ვი­და, იქ სრუ­ლი­ად სხვა ავად­მყო­ფო­ბე­ბი და ინ­ფექ­ცი­ე­ბი იყო, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით. ეპი­დე­მია რომ არ და­წყე­ბუ­ლი­ყო, წი­ნას­წარ და­არ­სდა ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მომ­ზად­და კად­რე­ბი, გაძ­ლი­ერ­და სა­ნი­ტა­რუ­ლი დაზ­ვერ­ვა და და­ი­წყეს ვაქ­ცი­ნე­ბის შექ­მნა. დღეს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს გა­უკ­ვირ­დეს, მაგ­რამ ვაქ­ცი­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე დრო­ში დამ­ზად­და.

ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე:

– ალ­ბათ, შე­იქ­მნე­ბო­და, თუმ­ცა ვაქ­ცი­ნის დამ­ზა­დე­ბა ისე მოხ­დე­ბო­და, რო­გორც ატო­მუ­რი ბომ­ბი­სა – ანუ დაზ­ვერ­ვა რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას მო­პა­რავ­და მო­ნა­ცე­მებს, რუ­სეთ­ში კი ამ მო­ნაც­მე­ბით მეც­ნი­ე­რე­ბი ისარ­გებ­ლებ­დნენ. თან მათ და­ე­მუქ­რე­ბოდ­ნენ – ვაქ­ცი­ნას შექ­მნით უმოკ­ლეს ვა­და­ში, თო­რემ დახ­ვრე­ტა და ციმ­ბი­რის ბა­ნა­კი არ აგ­ცდე­ბათ…

– რო­გორ რე­აქ­ცი­ას გა­მო­ავ­ლენ­და იო­სებ სტა­ლი­ნი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მი­მართ? გაგ­ზავ­ნი­და მას სა­ხა­ლინ­ზე ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე თუ და­ა­ჯილ­დო­ვებ­და?

ალექ­სან­დრე მი­ას­ნი­კო­ვი:

– სტა­ლი­ნი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს ხან­გრძლი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ცე­დენტს არ და­უშ­ვებ­და. რე­გი­ო­ნებ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი ხში­რად ხდე­ბო­და, რათა ად­გი­ლობ­რივ ხელმზღვა­ნე­ლებს თავი “ბა­ტო­ნე­ბად არ ეგ­რძნოთ“. ახალ ად­გილ­ზე ადა­მი­ა­ნი გა­რე­მოც­ვის გა­რე­შე ინიშ­ნე­ბო­და. დღეს ჩვენ კო­რუფ­ცი­ა­ზე ვლა­პა­რა­კობთ, მაგ­რან ნორ­მა­ლუ­რად ვთვლით, რომ ყო­ველ დიდ ჩი­ნოვ­ნიკს ახალ ად­გილ­ზე თა­ვი­სი გა­რე­მოც­ვი­დან თან ბევ­რი მიჰ­ყავს. იო­სებ სტა­ლი­ნი ამას არ და­უშ­ვებ­და. დრე­ვან­დელ ჩი­ნოვ­ნიკ-მი­ლი­არ­დე­რებ­თან სტა­ლინს სხვა­ნა­ი­რი ლა­პა­რა­კი ექ­ნე­ბო­და…

ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე:

– სტა­ლი­ნი რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ყო­ფი­ლი­ყო, ბე­ლო­რუ­სია კი მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, ვფიქ­რობ, ბე­ლო­რუ­სე­ბი მი­ტინგზე მხო­ლოდ ერთხელ გა­მო­ვი­დოდ­ნენ, მე­ო­რედ მცდე­ლო­ბა აღ­კვე­თი­ლი იქ­ნე­ბო­და, გაჩ­ნდე­ბო­და ახა­ლი ბე­ლო­რუ­სია პო­ლა­რულ ჩრდი­ლო­ეთ­ში. ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მოქ­მე­დე­ბას კი სტა­ლი­ნი არ და­უშ­ვებ­და. მას არ უყ­ვარ­და ზედ­მე­ტი თვით­შე­მოქ­მე­დე­ბა…

წყარო: ambebi.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close