სამართალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს 9 მძევალი ჰყავს – ვაჟა სირაძე
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად.
მისი თქმით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
„მინდა გთხოვოთ მედიასაშუალებებს პირდაპირი ჩართვები შეწყვიტონ, ვინაიდან ეს საფრთხეს უქნის როგორც მოქალაქეების, ასევე სამართლადამცველების სიცოცხლეს“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.