საზოგადოება
კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან 5 შემოტანილია და სატვირთოს მძღოლები არიან, 5 შემთხვევა დაავადებულებთან კონტაქია, ხოლო 10 შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევევის შედეგად გამოვლინდა.
ეზუგბაიამ ასევე განაცხადა, რომ კოვიდ ცენტრებში ამჟამად მკურნალობას 188 პაციენტი აგრძელებს.
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 073 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.