სამართალი

რუსთავში პოლიციელებმა 21 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც მტკვარში გადახტომას ცდილობდა

რუსთავში პოლიციის თანამშრომლებმა 21 წლის გოგონა გადაარჩინეს. „ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გოგონა სუიციდის მიზნით, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი მთავარი ხიდიდან მდინარე მტკვარში გადახტომას ცდილობდა.

თვითმხილველის თქმით, ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გოგონას გაესაუბრნენ, ყურადღება სხვა თემაზე გადაატანინეს, შემდეგ შებოჭეს და ჯებირის მეორე მხარეს გადმოიყვანეს.

ასევე თვითმხილველის ინფორმაციით, ახალგაზრდა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხიდიდან გადმოყვანის შემდეგ გონება დაკარგა. მას სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close