საზოგადოება

კრიმინალურმა პოლიციამ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას თავად შსს ავრცელებს.

უწყების განმარტებით, გამოძიების ინტერესის საგანია, თუ რა ინფორმაციას ფლობს ნიკა გვარამია, როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი, არხის ეთერში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებული გარემოებების შესახებ.

„კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა“ – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ დირექტორი საგამოძიებო უწყებაში არ მივა და სასამართლოში გამოკითხვას მოითხოვს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close