საზოგადოება

გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაელოდეთ აბიტურიენტებს სახლში – სოფო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, გამოიყენონ პირბადე და დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში.

ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძე ბრიფინგზე განაცხადა.

„მეხუთე დღეა, საგამოცდო პროცესში ვართ. მთელი ამ 5 დღის განმავლობაში ზედმიწევნით დავიცავით ყველა რეკომენდაცია, რაც მოგვაწოდეს სპეციალისტებმა. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია, ჩვენ ამისთვისაც ვიყავით მზად.

სპეციალური სარეზერვო სივრცეები გვაქვს იმისთვის რომ ეს დანარჩენი 9 აბიტურიენტი მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვით და რეკომენდაციების შესაბამისად განვათავსოთ ამ სივრცეებში.

რაც შეეხება მათი ნამუშევრების გასწორებას და დამუშავებას, ამ კუთხით ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს გაევლო რამდენიმედღიანი კარანტინი, ვინაიდან ეს იყო რეკომენდაცია.

კარანტინის შემდეგ, ხელთათმანის, პირბადის, ფარის გამოყენებით ჩვენი ოპერატორები დაასკანერებენ ნამუშევრებს და ამ კუთხითაც პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close