მსოფლიო

„იუნესკო“ – თურქეთმა არ უნდა დაუშვას ისეთი ცვლილება, რომელიც აია სოფიას კულტურული ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას დააკნინებს

„იუნესკო“ აია სოფიას მუზეუმის სტატუსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„იუნესკო“ აია სოფიას მუზეუმის სტატუსის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„იუნესკო“ აცხადებს, რომ თურქეთმა არ უნდა დაუშვას ისეთი ცვლილება, რომელიც ამ კულტურული ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას დააკნინებს.

ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თურქეთმა გადაწყვეტილების მიღებამდე, აია სოფიას სტატუსი „იუნესკო“-სთან უნდა შეათანხმოს, რათა სტატუსის ცვლილება მსოფლიოს კულტური ძეგლების კომიტეტმა განიხილოს.

„ჩვენ მოვუწოდებთ, თურქეთს რომ აწარმოოს დიალოგი, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელმაც შესაძლოა ამ ძეგლის უნივერსალური ღირებულება დააკნინოს“, – განაცხადა „იუნესკო“-მ.

შეგახსენებთ, რომ „როიტერის“ ინფორმაციით, თურქეთი სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს, რომ 1935 წელს აია სოფიასთვის მუზეუმად გამოცხადება არაკანონიერი იყო და მას მეჩეთის სტატუსი ოფიციალურ მიენიჭება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მედიის წარმომადგენლის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, დამთვალიერებლისთვის მუზეუმში სტუმრობის საფასურის გაუქმება, ერდოღანმა უპასუხა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს, ოღონდ არა მუზეუმის, არამედ მეჩეთის სტატუსის ქვეშ.

ცნობისთვის, წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტ ხანს ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, ის მეჩეთად გადაკეთდა, ხოლო 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ინიციატივით მას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად აია-სოფია იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაშია და მას ყოველწლიურად მილიონამდე მნახველი ჰყავს.

constructionnews.ge -ს ექსკლუზიური ფოტომასალა აია-სოფიადან:

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close