მსოფლიო

ეთერ თუთბერიძე მსოფლიოს ყველაზე „ტოქსიკური“ მწვრთნელების სიაში მოხვდა

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე მსოფლიოს ყველაზე „ტოქსიკური“ მწვრთნელების სიაში შეიყვანეს. რეიტინგი იაპონურ საიტზე Elle გამოქვეყნდა.

თუთბერიძეს დიდი ხანია აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი მოსწავლეები ადრეულ ასაკში ჩემპიონები ხდებიან, შემდეგ კი „იკარგებიან“. თუთბერიძის ზოგი მოსწავლე კვების რეჟიმის დარღვევის გამო, სხვადასხვა დაავადებით იტანჯება და კარიერას ადრე ასრულებს – ამტკიცებენ ჟურნალისტები და მაგალითად, 2014 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იულია ლიპნიცკაია მოჰყავთ, რომელსაც ანორექსია ჰქონდა.

Японское издание включило Этери Тутберидзе в число «токсичных ...

თუთბერიძის გარდა, ყველაზე „ტოქსიკური“ მწვრთნელების სიაში მოხვდნენ კალათბურთის გუნდის „ბოსტონ რედ სოქსის“ მწვრთნელი ალექს კორა, რომელსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, ფიგურული სრიალის ფრანგი მწვრთნელი ჟილ ბეიერი და სამხრეთ კორეელი შორტ-ტრეკის მწვრთნელი ჩო ჩჟე ბომი, რომელსაც ბრალი მოსწავლეების გაუპატიურებაში ედება.

თუთბერიძის მეთოდები არაერთხელ მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. 2020 წლის მარტში ფინელმა მოციგურეავემ კიირა კორპიმ თუთბერიძესთან ვარჯიში ქარხანაში მუშაობას შეადარა და მისი მეთოდები „არაადამიანური კულტურის გამოვლინებად“ შეაფასა.

ფიგურულ სრიალში რუსეთის დამსახურებული მწრთვნელი ეთერ თუთბერიძე 1974 წლის 24 თებერვალს მოსკოვში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. წარმატებით გამოდიოდა რუსეთის „ყინულზე ბალეტში“, 18 წლის ასაკში კი აშშ–ში გადავიდა ყინულის შოუ – “Ice Capades” –ში სამუშაოდ. ამერიკულ შოუში 5 წლის მანძილზე გამოდიოდა. აქვე დაიწყო მისი სამწვრთნელო კარიერა. 1994–1998 წლებში ამერიკაში მუშაობდა მწთვრნელად, მერე კი რუსეთში დაბრუნდა.

2014 წლის ოქტომბერში, როდესაც თუთბერიძის აღსაზრდელებმა თავბრუდამხვევ შედეგებს მიაღწიეს, მას გადაეცა ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“. სწორედ მან მოამზადა 2014 წლის ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშების ერთეულთა ფიგურულ სრიალში გამარჯვებული იულია ლიპნიცკაია, რომელმაც, ასევე, მოიპოვა ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთში. თუთბერიძის მეორე აღსაზრდელს — სერგეი ვორონოვს ვერცხლის მედალი ერგო ამავე შეჯიბრებაზე.

Тутберидзе рассказала о трудном периоде в жизни

ცნობილ მოციგურავესა და ქორეოგრაფ ილია ავერბუხს მიაჩნია, რომ თუთბერიძის სკოლის სიძლიერე ფასდაუდებელია. „სავარჯიშო პროცესი ისეა აწყობილი, რომ ბავშვები, რომლებიც ჯგუფში ხვდებიან, წარმატებაზე არიან დამუხტულნი, კონკურენციას ხედავენ. ის მათ საჩემპიონო სიმაღლეებისკენ უბიძგებს“, — ამბობს ავერბუხი.

განთქმული სპეციალისტის აღსაზრდელთა შორის ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილიცაა, რომელმაც ოლიმპიადაზე საქართველო წარადგინა და თავისუფალ პროგრამაში კვალიფიკაციის მოპოვება შეძლო.

ეთერ თუთბერიძე ამერიკაში ცხოვრების პერიოდში დაქორწინებული იყო და ჰყავს ქალიშვილი დიანა დევისი.

Дочь Этери Тутберидзе Диана Дэвис.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close