მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსით ინფიცირების არც ერთ შემთხვევას არ ადასტურებს

კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსული ინფექციის შეჭრა სრულად აღკვეთა. „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა აღნიშნული განცხადება ქვეყნის მმართველი „მუშათა პარტიის“ პოლიტბიუროს გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა.

კიმ ჩენ ინმა ანტი-ეპიდემიურ ფრონტზე მოსახლეობა „თვითკმაყოფილებაზე და მოდუნებაზე“ გააფრთხილა და მაქსიმალური სიფხიზლის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეა ინფიცირების არც ერთ შემთხვევას არ ადასტურებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close