მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც ჰონგ-კონგის ავტონომიის შეზღუდვის გამო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც ავტონომიის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს ემსახურებიან.

ამასთან ერთად, წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული კანონპროექტი მცირედით განსხვავდება 25 ივნისს სენატის მიერ მიღებული დოკუმენტისგან, ამიტომ კონგრესის ზედა პალატამ კანონპროექტს კენჭი თავიდან უნდა უყაროს. ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გაეგზავნება.

30 ივნისს ჩინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“. კანონი ითვალისწინებს სახელწმიფო უშიშროების სპეციალური ორგანოების შექმნას, რომლებზეც ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის იურისდიქცია არ გავრცელდება. ამის შემდეგ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ მიღებული კანონი პრინციპს „ერთი ქვეყანა – ორი სისტემა“ არღვევს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close