მსოფლიო

აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 47 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კოვიდ 19-ს აშშ-ში კიდევ 1 199 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ივნისის თვეში გაორმაგდა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში დაინფიცრების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 100 000-ს გადააჭარბოს. მისი თქმით, ამერიკელების დიდი ნაწილი სოციალურ დისტანციას არ იცავს და ნიღბებს არ ატარებს, რის გამოც სიტუაცია შეიძლება უკონტროლო გახდეს.

შეგახსენებთ, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ipn.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close