მსოფლიო

8 წლის ბავშვი, რომელიც ძმებმა ქვიშაში ჩაფლეს, დაიღუპა – ტრაგედია ანაპაში

დღეს დილას, ანაპას პლაჟზე დაიღუპა 8 წლის ბიჭი, რომელიც ძმებმა ქვიშაში ჩაფლეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა ბავშვს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა არ მოხერხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნა მშობლებთან და ძმებთან ერთად, პლაჟზე ისვენებდა. სანამ მშობლები სხვა საქმით იყვნენ დაკავებულები, ბავშვებმა ქვიშით თამაში დაიწყეს. უფროსმა ძმებმა 8 წლის ბიჭი ქვიშაში თავით ჩაფლეს, რასაც მისი გაგუდვა მოჰყვა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close