„გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოში პოლიტიკური პროცესები სხვაგვარად რომ წარმართულიყო და კონკრეტულ ჯგუფს ძალაუფლება დაებრუნებინა, თბილისი დღეს ნამდვილად იქნებოდა არა მშვიდობის, არამედ ომის ქალაქი, რაც თბილისმა თავის თავზე არაერთგზის იწვნია და რისი გამეორება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. დღეს ჩვენს ქალაქს, ხალხს, ქვეყანას ყველაზე მეტად მშვიდობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში, მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა, თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა სწორედ ამ ყველაფრის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. არ ვიცი, რა ვთქვა, ეს თემა განსასჯელად თქვენთვის მომინდია. დავამატებ მხოლოდ იმას, რომ მთავარი ის კი არ არის, რა წარწერას გავაკეთებთ ქუჩებში, მთავარია, გულით ვისურვოთ კეთილი სურვილები და ცოტა უფრო მეტად გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მსგავსი სიახლეები
“თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დაწვეს ადამიანი” – აფხაზეთის ტრაგედიის ერთი სისხლიანი ფურცელი
08/03/2024
კახა კალაძე მილანის „ინტერთან“ თამაშზე: მატჩი სანახაობრივად საინტერესო იქნება, ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიეცემა მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობა
06/03/2024
ახლა კითხულობენ
Close