საზოგადოება

სცადეს, საახალწლო სლოგანი წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ, რასაც სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასოდეს იკადრებდა – კალაძე

მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი ისურვებდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საახალწლო სლოგანის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, საახალწლო სლოგანი – „მშვიდობის ქალაქი“ წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება უკრაინელების მიმართ.

„ყოველ წელს გვაქვს საახალწლო სლოგანი, რაც 2018 წლიდან იცვლებოდა. იყო „სიცოცხლით სავსე თბილისი“, „სიყვარულით სავსე თბილისი“, „ისტორიით სავსე თბილისი“, „სოლიდარობით სავსე თბილისი“ და „მეტი სიყვარული – გვიყვარდეს ერთმანეთი“. წელს ჩვენი საახალწლო სლოგანია – „მშვიდობის ქალაქი“. იმ გამოწვევების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება ნებისმიერი ადამიანი რასაც ინატრებს, მშვიდობაა, თუმცა, საკმარისია ხელისუფლების, თბილისის მთავრობის, ან გნებავთ, საზოგადოების მხრიდან გაჩნდეს საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, მყისიერად იწყება თავდასხმა, ბულინგი, ცილისწამება. გუშინ, კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს, აღნიშნული საახალწლო სლოგანი წარმოეჩინათ როგორც ნიშნისმოგება ჩვენი მეგობარი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და ქალაქის მიმართ სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი არასოდეს იკადრებდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close