პოლიტიკა

ზურაბიშვილს თითი დაუქნიეს, რაღაცები შეახსენეს და გააჩუმეს! არ მიყვარს ასეთი არათანმიმდევრულობა, ვერ ვიტან – ჩარკვიანი

ჯერჯერობით არ არსებობს ერთი დაწყებული საქმე, რაც პრეზიდენტმა განახორციელა. დავინახე, რომ ზურაბიშვილს თითი დაუქნიეს, რაღაცები შეახსენეს და გააჩუმეს, არ მიყვარს ასეთი არათანმიმდევრულობა, – ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ სავარაუდოდ, განხეთქილებაა, რადგან დღეს დაინახეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად რუსეთისკენ მიდიოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს დიდი ნდობა ამ ქალბატონისადმი [სალომე ზურაბიშვილისადმი], ყოველ ჯერზე რამდენი რაღაც თქვა, მაინც წავედი იქით, რომ იქნებ რაიმე გააკეთოს. ჯერჯერობით არ არსებობს ერთი მისი დაწყებული საქმე, რაც მან განახორციელა. დავინახე, რომ ზურაბიშვილს თითი დაუქნიეს, რაღაცები შეახსენეს და გააჩუმეს. არ მიყვარს ასეთი არათანმიმდევრულობა, ვერ ვიტან”,- განაცხადა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close