სხვადასხვა

ილონ მასკის გეგმა: „ნოეს კიდობანი” – „1000-ზე მეტი Starship-ის აგება, მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირებისთვის“

SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მისი კომპანიის გეგმა „1000-ზე მეტი Starship-ის აგებაა, მარსზე სიცოცხლის ტრანსპორტირებისთვის“. მასკმა აპარატს თანამედროვე „ნოეს კიდობანიც“ უწოდა.

ამ განცხადებით ილონ მასკმა არაკომერციული ორგანიზაცია TED-ის ხელმძღვანელ კრის ანდერსონთან ბოლო ინტერვიუს დროს გაჟღერებული ინფორმაცია გაიმეორა. მაშინ მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX-ი ზემოხსენებულ მიზანს 2050 წლისთვის მიაღწევს და წითელ პლანეტაზე 1 მილიონი ადამიანის გაგზავნას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.

მარსზე მისიების განხორციელებამდე ილონ მასკის კომპანია Starship-ს დედამიწის ორბიტაზე გამოცდის. თუმცა ამისთვის ნებართვა აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან (FAA) უნდა მიიღოს. SpaceX-ი იმედოვნებს, რომ აპარატით საცდელ მისიას ამ ზაფხულს შეასრულებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close