საზოგადოება

93 წლის იყო, სრულად დაქანცული რომ წავიდა ამქვეყნიდან და მაინც მგონია, რომ ცოტა ხანი ვიყავით ერთად – ხოჯანაშვილი

ჯიუტად ვაჯერებ თავს, რომ მოვა და მეტყვის გამხნევებისთვის ორიოდე უღიმილო სიტყვას... სიტყვებს, რომელიც დამარწმუნებს, რომ დაღლის უფლება არ მაქვს!

როლანდ ხოჯანაშვილი:

დიდი ხნის წინ, ალბათ 1984 ან 1985 წელში, ბებიასთან ვიყავი ხარაგაულში. თითქმის სამი კვირა.
მერე დავბრუნდი, ბუნებრივია.
საღამო იყო.
ზაფხულის ცხელი და მდუღარე საღამო.
ჩემი ჭიშკართან მისვლისას მამაც მოვიდა ხარებით.
შეშა მოიტანეს გურჯამ და ნიკორამ.
მამა უხასიათო კაცად ითვლებოდა. უღიმილოდ, უსიმღეროდ გაატარა ცხოვრება.
რატომღაც დამავიწყდა მამის უხასიათობა და გავექანე მისკენ.
ჩამიხუტა და მკოცნა.
ათიოდე წლის ბიჭი მივხვდი, რომ მამას ვუყვარდი ძლიერ.
მისნაირი გრძელი, არტისტული თითები მაქვს, დაძარღვული და თხელი.
ის, ოფლიანი მამის ჩახუტება, მენატრება.
მენატრება მისი ლოცვა, საძინებლიდან რომ ამოდიოდა ყოველი გვიანი საღამოს დროს მეორე სართულზე.
მენატრება მისი გაბოჩიალება დილის ხუთზე…
93 წლის იყო, სრულად დაქანცული რომ წავიდა ამქვეყნიდან და მაინც მგონია, რომ ცოტა ხანი ვიყავით ერთად… თითქმის 46 წელი და ეს ცოტაა…
რა ვიცი, ადამიანებზე მეტად რა უნდა მოგენატროს?
როგორი ძლიერი ვიყავი მამით და ახლაც, როცა შინაგანი ძალები გაქრობის პირასაა, ჯიუტად ვაჯერებ თავს, რომ მოვა და მეტყვის გამხნევებისთვის ორიოდე უღიმილო სიტყვას… სიტყვებს, რომელიც დამარწმუნებს, რომ დაღლის უფლება არ მაქვს!
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close