სამართალი

დანით ემუქრებოდა, არა თქვათ, თორემ ყელებს დაგჭრითო – კახეთში მოზარდებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი, ხოლო მასზე ძალადობის და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით 1 პირი 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.

პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს.

მოზარდებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

მოზარდებზე გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

Posted by Rustavi 2 on პარასკევი, 18 სექტემბერი, 2020

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close