საზოგადოება

7-8 წლის წინ რა იყო, არ ვიცი. რატომ მაწუხებთ ეგეთ სისულელეებზე – შალვა რამიშვილი

ტელეწამყვანი, შალვა რამიშვილი ჟურნალისტ, მაკო ჯაბუას ბრალდებას სექსუალური შევიწროების შესახებ, „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნულ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს.

“რაო რა დაწერა, არ ვიცი, არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს. როდის იყო, ახლახან თუ? წარმოდგენა არ მაქვს ვისზე ლაპარაკობთ. 7-8 წლის წინ რა იყო, არც ეგ ვიცი. თუ აქვს გზა და იცის როგორც მოიქცეს, მე რატომ მაწუხებთ ეგეთ სისულელეებზე. ახლა მოდაშია ჩემი მსხვერპლობა“, – განაცხადა შალვა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, მაკო ჯაბუამ  შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close