საზოგადოება

6 თვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ქვიშხეთში ავარიისას მეუღლე და 3 შვილი დაეღუპა

ქვიშხეთში 25 იანვარს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ქალიც გარდაიცვალა.

ავტომობილი, რომელშიც ოჯახის ხუთი წევრი იჯდა, მდინარეში გადავარდა. მომხდარის შედეგად მამა, მხატვარი ბაქარ ბანძელაძე და სამი შვილი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული მარიანა ქორიძე უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში აპარატზე იყო შეერთებული.

ცნო­ბის­თვის, ხა­შუ­რი­დან ბორ­ჯო­მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე (ქვიშ­ხეთ­თან) ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა 26 იან­ვარს მოხ­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთი ოჯა­ხის 5 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close