საზოგადოება

34 წლის ახალგაზრდა გოგონა , დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია! – კახა ჯანაშვილი

გეკითხებით, ახლა ვინ ხართ, თქვენ?! რა გინდათ საერთოდ, პაციენტებთან, საავადმყოფოებში! ყველაფერს შეიძლება გაექცეთ ამ ცხოვრებაში, მაგრამ იქ , უფლისგან, ვერსად წახვალთ! თქვენ ჩვეულებრივი მკვლელები ხართ!

კახა ჯანაშვილი:

“მარიცას, ბავშვობიდან ვიცნობდი. ჩემი ძმაკაცის გაზრდილი შვილია. დედისერთა, უნიჭიერესი გოგონა. პირველი არხის, სპორტული რედაქციის პროდუსერი იყო. ჯანმრთელობის დაზღვევაც ჰქონდა და უამრავი მეგობარი ჰყავდა, ჩვენი სახით.
ახლა, ვსვამ კითხვას: როგორ შეიძლებოდა, როდესაც 34 წლის, განათლებული გოგო, დადიოდა კვლევებზე, იკეთებდა ანალიზებს და სიმსივნე ვერ ეპოვნათ?! 34 წლის ახალგაზრდა გოგონა , დაიღუპა იმიტომ, რომ ზოგიერთი ექიმი, ექიმი კი არა, მკითხავია! ( რა თქმა უნდა, ყველა ექიმს არ მოვიაზრებ, ამაში) კვლევებზე, სადაც მარიცა დადიოდა, რა ექიმები ხართ, ვერ დაადგინეთ, რომ ამ სიცოცხლით სავსე გოგოს მდგომარეობა, მე-4 სტადიის კიბომდე არ მისულიყო?! როგორ ვერ იპოვნეთ ამდენი ხნის განმავლობაში?!! გეკითხებით, ახლა ვინ ხართ, თქვენ?! რა გინდათ საერთოდ, პაციენტებთან, საავადმყოფოებში! ყველაფერს შეიძლება გაექცეთ ამ ცხოვრებაში, მაგრამ იქ , უფლისგან, ვერსად წახვალთ! თქვენ , ჩვეულებრივი მკვლელები ხართ!
თქვენ, მოკალით მარიცა, თქვენი უვიცობის და უცოდინრობის გამო!”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close