საზოგადოება

„30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე.. რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა“

ვერაზე მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელია გუშინ საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. „არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოთ და ისე მოეფრქვიოთ სამარეზე“ – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი ზურაბ გოგოხია წერს.

“მე პირველად ვიყავი ჩემზე ასაკით უმცროსი ადამიანის გასვენებაზე.
30 000-მა ადამიანმა გააცილა უკანასკნელ გზაზე ნიკო. არსად მინახავს ადამიანებს მუჭის მიწა ცრემლით დაესველებინოს და ისე მოეფრქვიოს სამარეზე.
რამდენი მუჭაც იყო იმდენი მდუღარე ცრემლი გადმოჩქეფდა საბურთალოს სასაფლაოს აღმართიდან. ყველამ გულით ვიტირეთ განსაკუთრებით მაშინ, როცა დედამ ბოლო სიტყვები წარმოსთქვა: “ნიკო ჩემო დედამიწაზე ანგელოზოო”
მაგრამ ვერც ლოცვამ, ვერც ტირილმა და გოდებამ ვერ გამოაღვიძა იგი უკვდავი ძილიდან.
საუკუნო ხსოვნა და მარადიული სასუფეველი გამორჩეულ ქართველს.
მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად“ – წერს ზურაბ გოგოხია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close