Slider

„22 დეკემბერს გრუხუნის ხმამ გამაღვიძა, ეს იყო დასასრულის დასაწყისი..“ – სანდრო ბრეგაძე უზენაესი საბჭოს შენობაზე შეტევას იხსენებს

ზვიადმა წინასწარ-შესანიშნავად იცოდა დიდი ღალატის შესახებ, ის თავგანწირვისთვის იყო მზად და თვითშეწირვის აქტისთვის ემზადებოდა  – „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე 29 წლის წინ მომხდარ სამხედრო გადატრიალებას იხსენებს.

„დადგა 22 დეკემბერი‼️ჩემთვის უმძიმესი დღე,რადგან მტკიცედ მწამს რომ 1991 წლის 22 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქაა,ლაქა ღალატის,ლაქა ავაზაკობის,ლაქა საქართველოს დაქცევის‼️ეს არის დღე როდესაც ბარაბამ იმძლავრა,ეს არის დღე როდესაც უარვყავით უფლის გზა და დავადექით ავაზაკი ბარაბას გზას‼️ეს არ იყო არანაირი სამოქალაქო ომი,ეს არ იყო არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება,ეს იყო სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება,რომელიც საბჭოთა ჯარის მიერ განხორციელდა და რომელმაც საქართველოს დანგრევას-ტერიტორიების დაკარგვას-ძარცვას-ყაჩაღობას-მკვლელობას დაუდო სათავე‼️დღევანდელი დღესავით მახსოვს 20 დეკემბრის ღამე.საკმაოდ აცივდა.კანონიერი ხელისუფლების დამცველებითაა სავსე პარლამენტის ეზო.გარეთ ცივა,ამიტომ მებრძოლები შენობაში არიან,ზოგს სად ძინავს,ზოგს სად.მე და ჩემი სტუდენტი მეგობრებიც პირველი სართულის ფოიეში ვართ,გაშლილ სამხედრო “ბუშლატებზე” გვძინავს.რატომღაც გარეთ გამოვედი.პრეზიდენტის შესასვლელთან მაღალი კაცი შევამჩნიე,პალტო აცვია და ქუდი ახურავს.შორიდან ვერ ვიცანი.მივუახლოვდი და რას ვხედავ-პრეზიდენტი,აბსოლიტურად მარტო დგას ეზოში(შიდა შადრევანთან).დამიძახა და მივედი,მომიკითხა,მომეფერა,უნივერსიტეტის ამბები გამომკითხა და ბოლოს მკითხა – რას ვფიქრობდი თუ რა მოხდებოდა ??? 19 წლის ბიჭს რა უნდა მერჩია პრეზიდენტისთვის,ამიტომ ვუთხარი რომ აუცილებლად გავიმარჯვებდით.ზვიადმა გაიღიმა,გადამეხვია და მითხრა ის სიტყვები,რომელიც არასოდეს დამავიწყდება – “ სანდრო ახალგაზრდა კაცისთვის სანაქებოა ასეთი ოპტიმიზმი,მეც ვფიქრობ რომ გარეშე მტერი ვერაფერს დაგვაკლებს,მთავარია აქ – შიგნით,ჩვენში არ გვიღალატონო” – მაშინ ვერ გავითავისე პრეზიდენტის სიტყვები,მაგრამ წლების შემდგომ ნელ-ნელა მივხვდი,რომ ზვიადმა წინასწარ-შესანიშნავად იცოდა დიდი ღალატის შესახებ,იმის შესახებ რომ ყველა ძალოვანი მინისტრი უღალატებდა,რომ ის თავგანწირვისთვის იყო მზად და თვითშეწირვის აქტისთვის ემზადებოდა‼️აკი ასეც მოხდა-მინისტრების,ძალოვანების,პოლიტიკოსების,შეიარაღებული რაზმების მეთაურების 90% უღალატა და დარჩა იმ ერთგულ 10% -თან ერთად,რომლებმაც პრეზიდენტთან ერთად ერთგულად ზიდეს საქართველოს თავისუფლების მისია,გაიარეს გოლგოთის გზა,გოლგოთის გზა რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემოქმედი დიდი ზვიად გამსახურდია შეეწირა‼️22 დეკემბერს გრუხუნის ხმამ გამაღვიძა,ბურანში-თავიდან ჭექა-ქუხილი მეგონა,მერე მივხვდი რომ დეკემბერში ეს გამორიცხული იყო და ავტომატის სროლის ხმის გაგონებისთანავე მივხვდი რომ უზენაესი საბჭოს შენობის შტურმი დაიწყო……………ეს იყო დასასრულის დასაწყისი,საქართველოს თავისუფლების დასასრულის დასაწყისი და სიბნელის,ავაზაკობის,ღალატის აქტი,რომელმაც ათწლეულებით უკან დახია ჩვენი სამშობლოს განვითარება,საქართველოს მომავალი‼️1991 წლის 22 დეკემბერს ბოლომდე ვერავინ ვხვდებოდით თუ რა გველოდა წინ,რა ელოდა სამეგრელოს,რა ელოდა აფხაზეთს,როგორ დაერეოდა უბანი უბანს,საძმო საძმოს,ქალაქი ქალაქს,სოფელი სოფელს,კუბოებით აივსებოდა საქართველო,შავებს ჩაიცვამდა უამრავი ოჯახი‼️დიახ ვერ ვსაზღვრავდით და ვერ წარმოგვედგინა ის საშინელება თუ რა მოხდებოდა‼️მხოლოდ ორმა ქართველმა იცოდა ყოველივე – უფლის გზაზე მყოფმა ზვიადმა,რომელიც გულის გახეთქვამდე დარდობდა იმაზე თუ რა მოელოდა მის სამშობლოს წინ,სიცოცხლეს წირავდა რათა ეს საშინელება აეცილებინა საქართველოსთვის — ასევე ყველაფერი წინასწარ იცოდა ბარაბას გზაზე შემდგარმა ედუარდ შევარდნაძემ,რომელიც სატანის ღიმილით და ხელის ფშვნეტით ჩასაფრებული იყო,რათა დაწყებულიყო ქართველების მიერ ერთმანეთის ხოცვა,ბანდიტიზმი,მკვლელობა,ქაოსი,რასაც აუცილებლად მოყვებოდა მისი,როგორც ე.წ.მსოფლიო დონის პოლიტიკოსის მოხმობა სამშობლოს საშველად ‼️სამწუხაროდ მაშინ-1991 წლის 22 დეკემბერს უკუვაგდეთ უფლის გზა და აგვარჩევინეს ბარაბას გზა,ბარაბას გზა რომელზეც დღესაც აგრძელებს სიარულს ჩვენი სახელმწიფო‼️1991 წლის 22 დეკემბერი ყველაზე დიდი ღალატის დღეა,საქართველოს ისტორიის სამარცხვინო და სისხლიანი ფურცელი‼️გაივლის ათწლეულები,საუკუნეები-საქართველოს ისტორიას შემორჩება სამშობლოსათვის წამებული გმირი პრეზიდენტი და მოღალატეთა ხროვა,რომელიც გიენებივით დაესია სამშობლოს თავისუფლებას,დაამხო ქართული სახელმწიფო და გაწირა დედა-სამშობლო‼️“ – წერს სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
სურათი შეიძლება შეიცავდეს: Sandro Breg
სურათი შეიძლება შეიცავდეს: ერთი ან მეტი ადამიანი, ხალხი დადის, ადამიანები სცენაზე და ღია ცის ქვეშ

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ერთი ან მეტი ადამიანი, ხე და ღია ცის ქვეშ

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close