საზოგადოება

1 ივლისიდან საქართველოში „კომენდანტის საათი“ უქმდება

ე.წ. კომენდანტის საათი უქნდება – გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ცოტა ხნის წინ, მიიღეს.

ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ამ დრომდე მოქმედი შეზღუდვის მოხსნა, ძალაში 1 ივლისიდან შევა ძალაში.

მთავრობამ გართულებული ეპიდსიტუაციის გამო 8 ნოემბრიდან საქართველოში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა. რამდენიმე თვეში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაადგილებაზე შეზღუდვამ 1 საათით გადაიწია და 23.00 საათიდან 05.00 საათამდე მოქმედებდა. პირველ ივნისს კი, საკოორდინაციო საბჭომ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე გადმოწია.

წესის დარღვევისთვის მოქალაქეს პოლიცია 2 000 ლარით აჯარიმებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close