პოლიტიკა

`ხომ არ დაგვავიწყდა, რისი 100 წლისთავი ახლოვდება?“- კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გერმანიაში საქართველოს დესპანი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ესტონეთის პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადება ტვიტერზე, რომელიც ეხება საქართველოს. განსაკუთრებულად დააკვირდით ბოლო, გრძელ წინადადებას, რაც, ჩემი აზრით დასავლური საკმაოდ არაცალსახა რეალობის ღრმა ცოდნას და მოცემულობის მართებულ გააზრებას ეფუძნება.

“დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ვარ ღრმად შეშფოთებული”, ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო.
არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები “ყოფილი საბჭოთა კავშირის” ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად, მხარდაჭერად არ ღირხართ”.
ვისაც ტ. ილვესი გულისხმობს, დ. ლლოიდ-ჯორჯის მემკვიდრეები არიან, საუკუნის წინანდელი ბრიტანეთის იმ პრემიერისა, ვინც ვ. ლენინს გაურიგდა და ზუსტად ასე ამტკიცებდა, ამათი მხარდაჭერა არ ღირსო. ხომ არ დაგვავიწყდა, რისი 100 წლისთავი ახლოვდება?“- წერს კონსტანტინე გამსახურდია.
ცნობისთვის რამდენიმე დღეში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავია. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close