საზოგადოება

ხვალ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

მივმართვ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაგვიდგნენ გვერდით შეძლებისდაგვარად. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. მივმართავ ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ხართ, „ქართული ოცნების“, თუ სხვა პოლიტიკური მიმდინარეობის მომხრე, ერთი რამ არის ცხადი, ადამიანი ითხოვს შველას, ოჯახი ითხოვს შველას და ვინაიდან, საქართველოში ყოველთვის არის ოჯახის კულტი განსაკუთრებული, მივმართავ თითოეულ ოჯახს, დებს, ძმებს, მშობლებს დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, რადგან ყოველი წუთი შეიძლება იყოს ფატალური - გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები მთავრობის კანცელარიასთან ხვალ საპროტესტო აქციას გამართავენ.

როგორც მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

„დღითიდღე ვხედავთ, როგორ მძიმდება ჩემი ძმის მდგომარეობა. ძალიან აღელვებული ვარ, რადგან ვხედავ, რომ ადამიანი სრული გაგებით, იღუპება. როგორც ძმა, ვალდებული ვარ განვაცხადო, მაქსიმალურად უნდა დავუდგე გვერდით. აღარ არის დრო ლოდინის. რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ ვაპირებდი რეგიონებში სიარულს, ორი დღე ვაკვირდებოდბით მიმდინარე პროცესებს, გვესმის ქილიკი და შეურაცხყოფა ჩვენი ოჯახის, თუ საჭმელია ჭამოს, არაჟანთან ერთად გადაადგილდება, მსგავს სისულელეებს ვისმენ“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება გონს უნდა მოეგოს, რადგან აღარ არის დრო, ნუღარ მოექცევიან ასე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინსვლასა და შენებაში.

„ჩვენ, ოჯახმა გადავწყვიტეთ ხვალ კანცელარიასთან 19:00 საათზე ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას გავაგონოთ საქართველოს მოსახლეობის ხმა. მივმართვ ასევე ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, დაგვიდგნენ გვერდით შეძლებისდაგვარად. ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. მივმართავ ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის წარმომადგენლებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ხართ, „ქართული ოცნების“, თუ სხვა პოლიტიკური მიმდინარეობის მომხრე, ერთი რამ არის ცხადი, ადამიანი ითხოვს შველას, ოჯახი ითხოვს შველას და ვინაიდან, საქართველოში ყოველთვის არის ოჯახის კულტი განსაკუთრებული, მივმართავ თითოეულ ოჯახს, დებს, ძმებს, მშობლებს დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, რადგან ყოველი წუთი შეიძლება იყოს ფატალური. საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვქონია ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც გაგვიწირია ადამიანები, რომელთაც ლომის წვლილი მიუძღოდათ საქართველოს მშენებლობაში.

ხვალ შევიკრიბებით, იქნება რამოდენიმე საათი აქცია, ეს არის უცბად დაორგანიზებული, ველოდები ყველა თბილისელს, თუ რაიონიდან შემოგვიერთდებით მადლობელი დაგრჩებით. გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დრო აღარ ითმენს, ერთადერთი გამოსავალი თქვენ ხელშია, საქართველოს მოსახლეობის ხელშია, გადავარჩინოთ და სირცხვილი მოვაშოროთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ასეთ დღეში ჩააგდეს საქართველოს პრეზიდენტი.

მიშას მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია საკვების მიღებასაც ვერ ახერხებს და იძახიან, თურმე საჭმელი უნდა ჭამოს. მივმართავ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ნუ დაგვცინიაინ, აქ დასაცინი არაფერია, საუბარია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე. ვერ იღებს საკვებს, რადგან აქვს ჯანმრთელობასთან სერიოზული პრობლემები.

კატეგორიულად ვთხოვ საქართველოს მთვრობას, შემოვიდეს ჩვენს მდგომარეობაში და მისცენ საშუალება საზღვარგარეთ მკურნალობის, რადგან რამდენიმე კლინიკა მზად არის, მიიღოს ჩემი ძმა“, – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close