საზოგადოება

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასიანი გახდეს

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების – „იმედი“, „ჯიდიეს თივი“, „რუსთავი 2“, „პოს ტვ“, ტვ „პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი“-ს ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.
დასახელებული ტელეარხების მოთხოვნაა 1-ლი აგვისტოდან ტრანზიტორი კომპანიების ქსელში გაითიშოს ეს ტელეარხები ან გაფორმდეს ხელშეკრულება და კომპანიებმა თითოეულ აბონენტზე გადაუხადოს მათ 3 ლარი დღგ-ს გარეშე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close