პოლიტიკა

“ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით კანონის მიღების ფაქტს გამოეხმაურა.

„ამ გზით ხელისუფლება საშიშ გზავნილს აძლევს დამოუკიდებელ საჯარო მოხელეებს და ტოვებს მოქალაქეებს დაუცველად სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის პირისპირ. შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს! დიდი მადლობა ლონდა თოლორაიას და ინსპექტორის გუნდს მათ მიერ გაწეული შრომისთვის“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია. ამავე პერიოდიდან თანამდებობიდან თავისუფლდებიან სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close