პოლიტიკა

“ხელისუფლება არ გაათავისუფლებს სააკაშვილს, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს”

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ვინც არ უნდა ითხოვოს, რა მოცემულობაც არ უნდა იყოს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს მოიხდის საქართველოში, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულია და მის წინააღმდეგ რამდენიმე მიმდინარე საქმეც არის, მათ შორის საქმე საზღვრის უკანონო გადმოკვეთის თაობაზე.

„წარმოუდგენელია, შეუძლებელია {სააკაშვილის ექსტრადიცია ან გათავისუფლება}. საქართველოს ხელისუფლება არასოდეს წავა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე რაიმე ფორმით, ამის სამართლებრივი მექანიზმი რომც არსებობდეს. იმიტომ რომ ეს ადამიანი იმ სისტემის ავანგარდში იყო, რომელიც ისეთ რაღაცებს აკეთებდა… არ მინდა, აღარ გადავღლი მაყურებელს“, – განაცხადა მდინარაძემ.

„მიხეილ სააკაშვილის ნიკა მელიასთან შედარება არ გამოვა ძალიან ბევრი ასპექტის გამო, თუნდაც სამართლებრივი ასპექტის გამო. მელია იყო ბრალდებული და მისი გათავისუფლების სამართლებრივი ბერკეტი იყო მარტივი. ერთადერთი სამართლებრივი ბერკეტი, რაც შეიძლება სააკაშვილის გათავისუფლებისთვის არსებობდეს, ეს არის შეწყალება. ამაზე პრეზიდენტმა ცალსახა, ხისტი განცხადება გააკეთა და არ დატოვა სივრცე რაიმე სპეკულაციისთვის. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ადამიანს არასდროს შეიწყალებს. ეს სამართლებრივი მექანიზმი ჩაიკეტა – არ არსებობს გზა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close