საზოგადოება

„ხან ტყის ხანძარი გიხარიათ, ხან ლარის ვარდნა, ვირუსის გასავრცელებლად ყველაფერი გააკეთეთ, თქვენ ხართ პოლიტიკოსები?“

„ევროკავშირის ელჩი ანა-ბანას გვიხსნის, ხალხმა მანდატი მოგცათ, პარლამენტზე პასუხი ერთად უნდა აიღოთო.
წამყვანი, ერთ-ერთ ოპოტევეზე, კითხვას სვამს, როგორ უნდა გავიგოთ, მოწოდებაა პარლამენტში შესვლაზეო?
არა, შიგნით არიან და გამოსვლაზეა.
ვუსმენ ოპოტევეებს. გუშინდელ არჩევნებს აქილიკებენ. უინტერესო იყოო, არ იგრძნობოდაო. ალბათ, ცემა-ტყეპით და მივარდნებით გრძნობენ, ისე ვერა. 1 მილიონამდე ამომრჩეველი მივიდა იცნებისთვის ხმის მისაცემად 30 ოლქში. 17 ოლქში მივიდა 500 ათასი.
ამ ხალხს ორი წელია ვეუბნები, განახლდით, მიუღებელი სახეები გასწიეთ, უკეთესები წამოწიეთ, ოპონირება გაუწიეთ, უკეთესი დღის წესრიგი და პროგრამები შემოგვთავაზე. საწინააღმდეგოს აკეთებენ.
ახლა, როგორც ვატყობ, მთავარი იმედი სოციალურ აფეთქებაზე აქვთ. მოკლედ, ხან ბორჯომის ტყის ხანძარი გიხარიათ, ხან ლარის ვარდნა, ხან ომში ჩათრევა, ვირუსის გასავრცელებლად ყველაფერი გააკეთეთ, არ ჩამოვთვლი დეტალებს…
ახლა ელოდებით მსოფლიო კრიზისი და პანდემია როდის მიიყვანს ხალხს სოციალურ ბუნტამდე. თქვენ ხართ პოლიტიკოსები?“ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე. სოციალური ქსელი.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ღამე და ღია ცის ქვეშ
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close