პოლიტიკა

ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს – დავითულიანი

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი წევრები ერთადერთ მომენტში არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ, ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დავითულიანის თქმით, ის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა ერთმანეთს დამართეს.

„ეს პარტია მივიდა იქამდე, სადაც სულ იყო. მათი ხელწერა და სტილია ერთმანეთის მიმართ კომპრომატების ამოგდება, ერთმანეთის მიმართ ბრალდებების წაყენება, შანტაჟი, არჩევნების გაყალბება. ის ყველა მეთოდი და ტექნოლოგია, რაც გააჩნდათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და რასაც საქართველოს მართებდნენ, ახლა დამართეს ერთმანეთს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ეს არაერთხელ მითქვამს, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი წევრები ერთადერთ მომენტში არიან მართლები, როდესაც ერთმანეთს ლანძღავენ. ხაბეიშვილი ფრთხილად იყოს, უკან არდახევის დროს რამეზე არ წამოეხეს და წამოეგოს, რა ვუთხრა მეტი“, – განაცხადა დავითულიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „არ ვაპირებ, დავიხიო რამეზე უკან და ჩვენ წინ არსებული ბარიკადი არ გადავლახო, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოვიხსნით“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close