პოლიტიკა

ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი — სანდრო ბრეგაძემ გლდანში კანდიდატურა მოხსნა

„ქართული მარშის“ ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ გლდანში თავისი კანდიდატურა მოხსნა. როგორც ბრეგაძე განმარტავს, მისთვის“პატრიოტთა ალიანსი”-ს მხრიდან, კანდიდატურის დაყენება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მოგეხსენებათ რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად !!! გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია,რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა !!! ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ !!! სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი !!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში,რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ !!! მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი !!!“ – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.

პატრიოტთა ალიანსმა გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატად მერაბ ჭიქაშვილი წარადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close