Sliderპოლიტიკა

“წელს სეზონი ვერ იქნება ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა და რისი მოლოდინიც გვქონდა”

წელს სეზონი ვერ იქნება ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა და რისი მოლოდინიც გვქონდა, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც ის თავად, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის გუნდი ოპტიმისტურად არიან განწყობილი.
„თუკი გასულ წელს ჩვენ ორნიშნა ზრდა გვქონდა, მათ შორის შიდა ტურიზმის მიმართულებით, წელს ვეცდებით, რომ ეს რიცხვი როგორმე შევინარჩუნოთ. ამავე დროს დაგეგმილი ყველა აქტივობა იქნება ხელშემწყობი, რომ პირველ რიგში შიდა ტურიზმის კუთხით დინამიკა იყოს პოზიტიური და ამავე დროს, როდესაც ამის საშუალებას მოგვცემს იგივე ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმებები და ზოგადად ეპიდემიოლოგიური ვითარება, რა თქმა უნდა, უკვე ვგეგმავთ, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც გაიხსნება ჩვენი ქვეყანა. ზოგადად, პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა და განსაკუთრებით, არსებულ ვითარებაში, როდესაც ეპიდემია ჯერ კიდევ აქტუალურია. ჩვენ მშვიდად, წესების დაცვითა და მაქსიმალური პასუხისმგებლობით, მოქალაქეებთან, ტურისტებთან ერთად გავაგრძელოთ მიმდინარე აქტივობები და ამავე დროს მაქსიმალურად დავიცვათ წესები. დარწმუნებული ვარ, რომ სეზონი შედგება და ეს იქნება იმის საფუძველი, რომ შემდეგი წლები იყოს კიდევ უფრო პოზიტიური და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ უკვე იმ მზარდ დინამიკას, რომელიც შიდა მოგზაურობის კუთხით გვქონდა, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ვიზიტორების კუთხით“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close