საზოგადოება

წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია – „საერთაშორისო სახლი“ შანაი ბრუკის დაღუპვაზე წერს

ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში დამნაშავეს ქართველი სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა ეძებენ. არსებობს ფოტორობოტიც, რომლის საშუალებითაც პოლიცია ეჭვმიტანილზე გასვლას ცდილობს.

შანაი ბრუკის გარდაცვალებას ინგლისური ენის შემსწავლელი ცენტრი „საერთაშორისო სახლი“, სადაც ქალი მასწავლებლად მუშაობდა, სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

„ძალიან გვიმძიმს ამ სიტყვების დაწერა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვავთ ჩვენი მასწავლებელის, შანაი ბრუქს ედვარდსის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. იგი წარმოუდგენელი სისასტიკის მსხვერპლია. დავკარგეთ გულისხმიერი ახალგაზრდა ადამიანი და კარგი მასწავლებელი. ვუსამძიმრებთ ყველას –ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ავსტრალიის მოქალაქე, რომელიც საქართველოში წელიწადზე მეტია ცხოვრობდა და ინგლისურს ასწავლიდა, 30 ივლისს გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ თავდაპირველად სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა დაწერა. მისივე ინფორმაციით, ბრუკს ის ტელეფონით ელაპარაკებოდა, როცა მასზე თავდასხმა მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს მთაწმინდის ფერდზე მეორე დღეს მიაგნეს.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close