საზოგადოება

წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სააკაშვილის შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2022 წლის ანგარიშში მიხეილ სააკაშვილის შესახებაა საუბარი.

57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სრულად საქართველოს ეძღვნება, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე დაყრდნობით წერია, რომ “ომბუდსმენმა ხელისუფლებას, წლის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ”.

სახდეპი წერს, რომ 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ასევე ზუსტი დიაგნოზისა და სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა, შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close