პოლიტიკა

“ძნელია, მაგრამ პირბადეთან და დისტანციურ შრომასთან შეგუება მოგვიწევს”

რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი შეგუება სოციალურ დისტანცირებასთან, პირბადის ტარებასთან, დისტანციურ შრომასთან, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის ეტაპობრივ გახსნას დაიწყებს, – ამის შესახებ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით. პირველ რიგში დგას ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და, სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთი ადამიანი, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან 81 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს ცხოვრება და ეკონომიკა უნდა გაიხსნას. ყველამ უნდა ვისწავლოთ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რაც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი. რა თქმა უნდა, არ იქნება მარტივი შეგუება სოციალურ დისტანცირებასთან, პირბადის ტარებასთან, დისტანციურ შრომასთან, მაგრამ ამის გაკეთება მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის ეტაპობრივ გახსნას დაიწყებს. ამისთვის ჩვენ უკვე ვსაუბრობთ როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებთან, რათა ე.წ. უსაფრთხო კორიდორები შევქმნათ. ჩვენ ვირუსს ასე თუ ისე, შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ის ჩვენთან ერთად სულ მცირე წლის ბოლომდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგები ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close