პოლიტიკა

ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დღეს ჩვენთვის არის ემოციური დღე. მიუხედავად ამისა, გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თავმჯდომარეს და გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა – ​კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ყველანი ვართ მოწადინებულები. ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close