საზოგადოება

ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, დედაქალაქში მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება – კახა კალაძე “ლაგუნა ვერეს” შესახებ

თბი­ლი­სის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, “ლა­გუ­ნა ვე­რეს“ პრო­ექტს ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი
ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რად იყე­ნე­ბენ. რო­გორც მან დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ
სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, მთლი­ა­ნად შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა
“ლა­გუ­ნა ვე­რეს“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სა­ბო­ლო­ოდ, ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა.

“მეს­მის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რე­აქ­ცია.
ამის მი­ზე­ზიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბია ყვე­ლას­თვის, მაგ­რამ ფაქ­ტი არის ის, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ის მო­წეს­რი­გე­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის, რად­გან ეს თბი­ლი­სის
ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლია. რა თქმა უნდა, არა­ვის სი­ა­მოვ­ნებს, თუ რო­გორ არის დღეს არ­სე­ბუ­ლი
ტე­რი­ტო­რია. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს, ძა­ლი­ან მა­გა­რი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა. დე­და­ქა­ლაქ­ში მი­ზი­დუ­ლო­ბის ახა­ლი ცენ­ტრი გაჩ­ნდე­ბა. ჩვენ ასე­თი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბით. პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მთლი­ა­ნად ნარ­ჩუნ­დე­ბა “ლა­გუ­ნა ვე­რეს“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მე­ტიც,
ტე­რი­ტო­რია სა­კუთ­რე­ბა­ში გად­მო­ე­ცე­მა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ “ქარ­თუს“ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თვის“,-
გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მისი თქმით, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი აბ­რე­შუ­მის ქარ­ხნის ძვე­ლი შე­ნო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

“არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დგას აბ­რე­შუ­მის ქარ­ხნის ძვე­ლი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, არ არის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი, თუმ­ცა ქმნის თბი­ლი­სის ერთ-ერთ ის­ტო­რი­ულ სა­ხეს,
შე­სა­ბა­მი­სად, და­გეგ­მა­რე­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა და ეს შე­ნო­ბა არა მარ­ტო
შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, არა­მედ შე­ერ­წყმე­ბა და­გეგ­მილ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბას და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის სა­ხით“,-გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close