„ცდილობენ დაუკავშირონ ჩემი ქმრის სახელი ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა“
რას წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე შაქარაშვილის საქმეზე?
„ჟურნალისტიკის არსი ფაქტის გამოვლენა და ინფორმაციის მუდმივი გადამოწმებაა, მაგრამ რა ჟურნალისტიკაზე და გადამოწმებაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც საქმე მთავარ არხს და ამ არხზე მომუშავე ადამიანებს ეხება.
და აი, ამ ამბავს რომ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებ, აქ უკვე ამ არხის თანამშრომლებს ადამიანებსაც ვეღარ ვუწოდებ. ჩემი მეუღლე იმიტომ შეიძლება იყოს დაკავშირებული თურმე ამ ამბავთან, რომ ცხოვრობს „ნახალოვკაში“, ხოლო ბერა იმიტომ, რომ მეგობრობს ავთო ბილანიშვილთან.
ალბათ ხვდებით, როგორ აბსურდთან გვაქვს საქმე. ეს არხი ყოველდღიურად არაერთ ადამიანს აზარალებს ჩემი ოჯახის მსგავსად. ამაში ახლა უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ მათი დეზინფორმაცია ჩვენც შეგვეხო.
ადვილია იმის თქმა, – „შენ ხო იცი მაგათ არავინ არ უყურებს“, ყველამ იცის ესენი რომ მატყუარები არიან„ „მაგათ არაფერი დაეჯერებათ“ და აშ. მაგრამ მე მყავს ოჯახში მცირეწლოვანი შვილი, რომელიც მისვამს კითხვებს და ავადმყოფი დედამთილი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, ადამიანი რამდენიმე დღე ლოგინად იყო ჩავარდნილი.
არავინ ფიქრობს ამ დროს ამ ბინძურ მიზანმიმართულ შავ კამპანიას რამხელა ტრაგედია შეიძლება მოყვეს! მთავარის მთავარი არხი ხომ სწორედ იმაშია, რომ შექმნას ტყუილი, ამ ტყუილით მოახდინოს მოკლე და იაფფასიანი ეფექტი საკუთარ მიმდევრებზე, რომ შემდგომ მათ მეთაურს ქონდეს ჭორაობის, ლანძღვის და გინების საფუძველი გადაცემებში“, – წერს ავთო ბილანიშვილის მეუღლე.