პოლიტიკა

ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ – სუბარი

„საზოგადოებამდე ინფორმაცია მიდის, მაგრამ როცა მმართველ გუნდში ხარ, გარკვეული შეზღუდვები გაქვს, მათ შორის ინფორმაციები, რომლებიც ღიად არ ითქმის, რომლებიც კულუარებში ხდება. ზოგჯერ უბრალოდ დგება საკითხი, როდესაც ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე, უფრო მეტი უნდა უთხრა ხალხს. მმართველი გუნდის პოზიციიდან გამომდინარე, ამის თქმა არ გამოდიოდა იმიტომ, რომ იძულებული ხარ ანგარიში გაუწიო მეგობრებს, იძულებული ხარ, ანგარიში გაუწიო თანამებრძოლებს“, – განაცხადა “ქართული ოცნების” დატოვების შემდეგ სოზარ სუბარმა.

სუბარი მმართველი პარტიიდან წამოსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებს ხალხისათვის სიმართლი მიწოდების პრობლემას.

„რთული პერიოდი დგას დღეს ჩვენს რეგიონში, ზოგადად, და საქართველოც ამ რეგიონის ნაწილია. მოგისმენიათ არაერთი განცხადება, როცა პირდაპირ გვთხოვდნენ ომში ჩართვას, იყო ამის პირდაპირი მცდელობები, იყო არაპირდაპირი მცდელობებიც. ერთადერთი, რასაც შეუძლია, ჩვენ ეს საფრთხე თავიდან აგვაცილოს, არის ხალხის მხარდაჭერა და ხალხის განწყობა. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, ერთი მხრივ, დგას ომში ჩართვის საფრთხე, მეორე მხრივ, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების კარიბჭესთან ვდგავართ- ეს არის ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესაძლებლობა. თუკი ახდა მათი განწყობა, ვისაც უნდა ომში ჩართვა, მაშინ ყველაფერი განზე დაგვრჩება. ამიტომ, ჩვენ უნდა ვუთხრათ ხალხს უფრო მეტი სიმართლე, ვიდრე ამის საშუალებას იძლევა ის, როცა მმართველი გუნდის წევრი ხარ“,-განაცხადა სუბარმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close