პოლიტიკა

ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი – ღარიბაშვილი

ძალიან რთული დროა. ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი გამოწვევა არც უნახავს და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება, მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს ომი 2008 წელს ჰქონდა, – ამის შესახებ კატარის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ომი. ამ ომის დაწყების დღიდან, დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს დღევანდელი სტატუს-კვოა. რა მოხდება ხვალ, არ ვიცი, ვერ ვიტყვი და ვფიქრობ, არც არავინ იცის. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ და სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close