პოლიტიკა

ჩვენ ვუერთდებით „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას – ხოშტარია

27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას პარტია „დროა“ უერთდება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკვე წელიწადზე მეტია ნიკა გვარამია იმყოფება უკანონო პატიმრობაში. მის დაპატიმრების აბსურდულობა აღიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირმა და ა.შ. აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ მისი უსაფუძვლო დაპატიმრება ემსახურება ჩვენი ევროპული არჩევანის საბოტაჟს. ერთი წლის წინ ეს საბოტაჟი მოახდინა „ქართულმა ოცნებამ“ მისი დაკავებით და ერთი წლის შემდეგ ეს საბოტაჟი გააგრძელა პრეზიდენტმა მისი არ შეწყალებით. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი პრინციპული ბრძოლა და ამ ბრძოლაში ნიკა გვარამიას საკითხი არის ერთ-ერთი ცენტრალური. ფრენების აღდგენის ფონზე ჩვენ მივიღეთ ასევე ინფორმაცია საჯაროდ, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო რუსეთიდან დაყენებული პირობა პროდასავლური მედიის გაჩუმების და დევნის და სწორედ, რუსეთის დავალებით, მათ შორის, ნიკა გვარამია „რუსულმა ოცნებამ“ გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვუერთდებით „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციას 27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა ადამიანს, რომელიც გვენდობა და გვისმენს მინდა მივმართო, რომ შევიკრიბოთ, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და დავიცვათ ადამიანის თავისუფლება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close