პოლიტიკა

ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას -კალაძე

ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის ურბანული პოლიტიკის პრეზენტაციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს.

„ძალიან კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული პოლიტიკა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს. გვახსოვს წლები, როდესაც ქალაქს არ ჰქონდა გენერალური განვითარების გეგმა და ქალაქის ქაოტური განაშენიანება ხდებოდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმ მიმართულებითაც, რომ ქალაქში აიკრძალა კოეფიციენტების მომატება, რაც სერიოზულ პრობლემას რაიონებისთვის, კონკრეტული ქუჩებისთვის, უბნებისთვის და წერტილი დაესვა ამ მავნე პრაქტიკას, რომელმაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ჩვენს ქალაქს და არავის სიამოვნებს ის, კონკრეტული ქუჩები და უბნები როგორც არის გადატვირთული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close