პოლიტიკა

ჩვენ და ჟურნალისტები შეგვიშვან და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი იქ აღარ არიან, ჩვენ აქ აღარ გავჩერდებით – ენმ-ის წევრი

ენმ-ს წევრი გიორგი მუმლაძე, რომელიც ამ წუთებში, ყვარელში აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ პრეზიდენტის არ სჯერა და ზურაბიშვილის განცხადებას ბლეფს უწოდებს.

აქ მობილიზებული პოლიციის და სპეცრაზმის გათვალისწინებით ეს ინფორმაცია არის ბლეფი. მათ უნდათ, რომ აქედან წავიდეთ და მაქსიმალური კონფორტი შეექმნათ რუს ოკუპანტებს, მაგრამ ეს ასე არ იქნება. ხო ამბობენ, რომ წავიდნენ, მივალთ სამართალდამცველებთან და ვეტყვით, რომ ჩვენ და ჟურნალისტები შეგვიშვან და თუ აღმოჩნდება, რომ ისინი იქ აღარ არიან, ჩვენ აქ აღარ გავჩერდებით. ამით მარტივად გამომჟღავნდება ეს მართალია თუ ტყუილი”. – ამბობს მუმლაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close