საზოგადოება

“ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ” – სააკაშვილის ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთერიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება სასამართლო პროცესის ჩატარებას მესამე პრეზიდენტის დასწრების გარეშე შეეცადოს. უფლებადამცველი ამბობს, რომ სცენარის ამგვარი განვითარების შემთხვევაში მათ სათადარიგო გეგმა აქვთ.

მიხეილ სააკაშვილის დასწრების ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია გონიერება ეყოს ხელისუფლებას და იგივე ქაბსურდული ტრადიცია არ გააგრძელოს ადამიანის დაუსწრებლად გაამართლებისა, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ყველანაირი მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, რომ ფსევდო მართლმსაჯულება განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე, ის ამას შეეცდება გააკეთოს. უბრალოდ, ამის ფასი ძალიან დიდი იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაგრძელდეს ეს ფარსი და სასამართლო ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის გარეშე, მიუხედავად იმისა, ქალბატონი ლიანა რას ბრძანებს, თუმცა ცხადია, ამ სცენარისთვის ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რაზეც ახლა ვერ ვისაუბრებ, – განაცხადა შოთა თუთერიძემ.

მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოშ ხვალ, 29 ნოემბერს არის ჩანიშნული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close