პოლიტიკა

ჩვენ არ გვინდა, არც ბრძოლის ყიჟინის, არც გამარჯვების ყიჟინის დაცემა, აქციის მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით – ბეჟაშვილი

„დღევანდელი აქციის მიზანი არის სოლიდარობის გამოხატვა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდა, არც ბრძოლის ყიჟინის, არც გამარჯვების ყიჟინის დაცემა თუ ხელისუფლებას ექნება სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღებს ამ ობიექტურ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება თვისობრივად ახალი სახით წარმოაჩენს ქართულ საზოგადოებასაც და ქართულ სახელმწიფოსაც. ხელისუფლებას უნდა ეყოს ამის პასუხისმგებლობა, რომ გამარჯვების სუბიექტის ძიებით კი არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, არამედ მიიღოს ობიექტური სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენ სხვა სახით წარმოვჩინდებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე და ჩვენი ქვეყნისა და ისტორიის წინაშე.

აქციის დაორგანიზება და მოწოდება განხორციელდა ლევან ხაბეიშვილის შტაბის მიერ, თუმცა ყველა წევრი იღებს მონაწილეობას და ყველას ვხედავ დღეს. ეს უნდა იყოს ერთიანობის აქცია და არა მარტო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, არამედ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებიც არიან ამ აქციაზე, რომლებსაც მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ დღეს საზოგადოება არ იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის ჩუმი თანამონაწილე“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

“ქართული ოცნების” ოფისთან  მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close