საზოგადოება

„შოუ რო გააკეთონ, ვერაა? მთელმა ერმა ვიცოდეთ როგორ არის ნიკა მელია! როგორც ჩემი ქვეყნის პრიორიტეტი და მთავარი ადამიანი!“

ყოფილი სამხედრო ექიმი ნინო ახობაძე ნიკა მელიას გარშემო განვიარებულ მოვლენებს სარკასტული ფეისბუქ-პოსტით ეხმიანება:

„ნიკამელიაზე რეალითი შოუ რო გააკეთონ, ვერაა??
აწიც ხომ უნდა ვიცოდეთ კაცო, რითი სუნთქავს, როგორ გრძნობს თავს, რამდენი კილოგრამი მოიმატა, რას ფიქრობს ქვეყნის განვითარების გზებზე, მეტეორიზმი ან ყაბზობა ხომ არ აწუხებს ეგზომ ხანგრძლივი პატიმრობის შემდგომ… როგორ ხასიათზეა, რომელი კერძი უყვარს, ვის ეპრანჭება, რა ასაკში შეუყვარდა პირველად და ასე შემდეგ….
როგორ იძინებს ღამე, რომელ თეთრეულს ანიჭებს უპირატესობას, დილაობით როგორ იზმორება
და თუ ტუალეტში ცოტა დიდხანს გაჩერდა
მერე ამაზე ნოდარმელაძე გააკეთებს ვრცელ და საინტერესო სიუჟეტს თავისი წელია ხმით: “რატომ აგვიანეებს” “რისთვის შევიდაააა” “ნეტავ რას შვებაააა”…
მისი რეიტინგი ავა ცაში, ჩვენი გემოვნება დავა ნიჟე პლინტუსა და ასე…
ვინც უყურებს, იმას ექნება უპირატესობა და ვინც არა-იმას ჩამოერთმევა უფლება-აქ კომენტარები წეროს!
სავალდებულო გახდება მთელმა ერმა ვიცოდეთ-როგორ არის ნიკა მელია! როგორც ჩემი ქვეყნის პრიორიტეტი და მთავარი ადამიანი!
—–
აი ხო ვბოდავ, მარა მე ვიყო ნიკამელია, თუ გამიკვირდეს აწი ეგეც….
ვაი ჩვენს პატრონს…
—–
ისე შევიდა
და
ისე გამოვიდა მერაბ კოსტავა ციხეში
შოუ არ დადგმულა“ – წერს ნინო ახობაძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close