Sliderრეგიონები

შოვში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა დაწყებულია

ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა დაწყებულია.

ხიდეშელის განცხადებით, მოქალაქეების განთავსება მოხდება ონის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებში.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კურორტი შოვის ტერიტორიაზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მათ შორის, სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. ვერტმფრენი ადგილზეა. შეიძლება ითქვას, რომ უკვე დავიწყეთ მოქალაქეების გადაყვანა კურორტი შოვის ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოხდება ამ მოქალაქეების დაბინავება ონის ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სასტუმროებში. რაც შეეხება დაშავებულების შესახებ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ მოგახსენებთ“,- განაცხადა ონის მერმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 40-მდე ადამიანი იმყოფება.

იპნ

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close