საზოგადოება

„შეხედეთ ამ ბიჭის მოციმციმე თვალებს.. აქ დაეხუჭა, აქ ჩაქრა.. რა დავწერო, მაპატიე მეგობარო? რატომ უნდა გვაპატიოს..“

ყველის გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე გორში მოკლული ბრიტანელის, 28 წლის თომას კენედის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„რა გვჭირს
ყველას და ყველაფერს ვაბრალებ
რუსეთს,
ეშმაკს,
ურუგვაის,
ოღონდ იმის დაჯერება არ მინდა, რომ ასე ვკნინდებით..
რომ ყველაფერს, რაც ლამაზია,
უცხოა, ბრწყინავს,
ვსპობთ,
ვანადგურებთ..
შეხედეთ ამ ბიჭის მოციმციმე თვალებს..
აქ დაეხუჭა,
აქ ჩაქრა..
არ მინდა იმის დაჯერება, რომ გაჭირვებამ შუა საუკუნეებში დაგვაბრუნა და ერთი ნაჭერი პურისთვის მოვკლავთ,
წარვიწყმედთ სულს..
რა დავწერო
მაპატიე მეგობარო?
რატომ უნდა გვაპატიოს..“ – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
ცნობისთვის, ბრიტანეთის მოქალაქე, 28 წლის თომას კენედი საქართველოში ორი თვის წინ ჩამოვიდა. 8 ოქტომბერს კი მისი ცხედარი მდინარე მტკვარმა სოფელ ქვახვრელის ტერიტორიაზე გამორიყა. გაირკვა, რომ საქართველოში სტუმრად მყოფ უცხოელს ოთხი ადგილობრივი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მტკვარში გადააგდეს. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს,
შეიძლება იყოს 1 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close