საზოგადოება

„შენ ჩეჩნეთში ხარ დიდი ადამიანი, თორემ აქ ჩვეულებრივი @@@ ხარ“

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში რამზან კადოროვზე ანეგდოტი გამოაქვეყნა

ტელეკომპანია „მთავარის“გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქში ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადოროვზე ანეგდოტს აქვეყნებს:

„ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პიჯაკის შეკერვა გადაწყვიტა, ყველაზე ძვირადღირებული ქსოვილი შეიძინა და მკერავთან მივიდა. ის კი ამბობს:
– თქვენ ისეთი დიდი ადამიანი ხართ, რომ ქსოვილი არ მეყოფა და ვერ შეგიკერავთ.
მივიდა მეორე მკერავთან – იგივე უთხრეს, მესამესთან, მეოთხესთან და ყველა ამბობს – თქვენ ისეთი დიდი ადამიანი ხართ, რომ ქსოვილი არ მეყოფა და ვერ შეგიკერავთ.
ბოლოს ერთმა მოხუცმა მკერავმა ურჩია – წადი თბილისში, იქ ნაცნობი მკერავი მყავს და ის შეგიკერავს.
ჩამოვიდა რამზანი თბილისში და პიჯაკიც შეუკერეს, შარვალიც, ჟილეტიც და ქსოვილი ქუდსაც კი ეყო.
გაკვირვებულმა კადიროვმა მკერავს უთხრა:
_ მთელი ჩეჩნეთი მოივიარე და პიჯაკის შეკერვაზე ყველამ უარი მითხრა. ისეთი დიდი ხარ, რომ ქსოვილი არ გვეყოფაო და შენ საუკეთესო პიჯაკიც შემიკერე, შარვალიც, ჟილეტისთვიც და ქსოვილი კიდეევ დაგრჩაო.
_ შენ ჩეჩნეთში ხარ დიდი ადამიანი, თორემ აქ ჩვეულებრივი @@@ ხარო – უპასუხა მკერავმა“ – წერს ნიკა გვარამია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close